აშშ-ის კაპიტოლიუმის დაცვის უფროსმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა

აშშ-ის კაპიტოლიუმის დაცვის უფროსმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა

აშშ-ის კაპიტოლიუმის დაცვის უფროსი, სტივენ სანდი, ვადაზე ადრე გადადგა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის პოლიციაში მათ არ უპასუხეს კითხვაზე თუ რატომ დატოვა სანდმა თანამდებობაზე დათქმულ ვადაზე ადრე. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ სანდი მოვალეობებს 8 იანვრიდან აღარ ასრულებს.

გადადგომის შესახებ დაცვის უკვე ყოფილმა უფროსმა ჯერ კიდევ ხუთშაბათს განაცხადა, მას შემდეგ, რაც კონგრესის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მას ამისკენ მოუწოდა, თუმცა სანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ის პოსტს 16 იანვარს დატოვებდა.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.