ეგზიტპოლების მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ნურ ოთანი“ ლიდერობს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ნურ ოთანს“ ხმა ამომრჩეველთა 71,9%-მა მისცა. მეორე ადგილზე დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლი“ გადის, რომელმაც ხმათა 10,18% მიიღო. 7%-იანი ბარიერი „ყაზახეთის სახალხო პარტიამაც“ (ყოფილი კომუნისტური პარტია) გადალახა, 9,3%-ით. სულ არჩევნებში 5 პოლიტიკური ძალა და 312 კანდიდატი მონაწილეობდა.
ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ, „ეროვნულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ყაზახეთის „დემოკრატიულმა პარტიამ“ კი არჩევნებამდე რეგისტრაცია ვერ გაიარა.
ყაზახეთი პარლამენტს 5-წლიანი ვადით ირჩევს.