კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში, მუსიკალურ საახალწლო წვეულებაზე დასასწრებად, 2 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
„პოლიციის მანქანას ცეცხლი მოუკიდეს, სამი ავტომობილი დაზიანებულია, სამართალდამცველებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, რამაც მსუბუქი დაზიანებები გამოიწვია“ - აცხადებენ ოფიციალური უწყებები.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან ერთად, შეკრებას სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან ჩასული ადამიანებიც ესწრებოდნენ.
საფრანგეთში 15 დეკემბრიდან, საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.