ალექსანდრე ლუკაშენკომ ოპოზიცია ბელარუსის სახელმწიფოს განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა

ალექსანდრე ლუკაშენკომ ოპოზიცია ბელარუსის სახელმწიფოს განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის ოპოზიცია ბელარუსის სახელმწიფოს განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.

„ამბოხება, ბლიცკრიგი და ფერადი რევოლუცია არ შედგა. ამიტომაც საზღვარგარეთ კაბინეტებში მჯდომი ოპოზიციონერები ახალ მზაკვრობებს ამზადებენ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამბობენ, რომ ამას ბელარუსი ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებენ, თუმცა ეს კეთილდღეობა არ ჩანს“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, კონსტრუქტიული ალტერნატივის პოვნის ნაცვლად, ოპოზიციონერები ქუჩის ბატალიების მოწოდებებით გამოდიან.

„საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ, თუმცა ღიად მუშაობენ ეკონომიკის, არსებული საკონსტიტუციო წყობისა და ქვეყნის განადგურებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.