პრემიერ - მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილის ეპოქა დასრულდა

პრემიერ - მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილის ეპოქა დასრულდა

სამშაბათს, საქართველოს პრემირმინისტრმა განაცხადა, რომ ის არ დაესწრება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში, გამოხატა რა უდიერი დამოკიდებულება ოპონენტის მიმართ, რომელიც დაამარცხა, როგორც ოპოზიციური კოალიციის ხელმძღვანელმა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

ბიძინა ივანიშვილის უხეში განცხადება, რომ პარასკევს სააკაშვილის გამოსვლას არ მოუსმენს, იმ დაძაბულობას ასახავს, რომელიც არსებობს ახალ პრემიერსა და დიდი-ხნის მმართველ პრეზიდენტს შორის, რომელსაც ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს.

„რას იტყვის ახალს? ის სავარაუდოდ კვლავ ტყუილებს გვეტყვის“, განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე. „სააკაშვილის ეპოქა დასრულდა. ტყუილების ეპოქა დასრულდა საქართველოში“.

იმით, რომ შარშან სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ივანიშვილის კოალიციის „ქართული ოცნების“ ოპოზიცია ხდება, საქართველოში, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ პარტიებს შორის.

ეს იქნება სააკაშვილის ბოლო მიმართვა პარლამენტისადმი, მისი ვადის ამოწურვამდე. თუმცა, ეს იქნება ასევე მისი პირველი მიმართვა ისეთი პარლამენტისადმი, სადაც მისი მოწინააღმდეგეები დომინირებენ.

სააკაშვილის კრიტიკოსები, რომელიც ამ სამხრეთ კავკასიურ რესპუბლიკაში 9 წლის განმავლობაში დომინირებდა, ამბობენ, რომ მან საკუთარ ხელში ზედმეტი ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა, ლახავდა ადამიანის უფლებებს და ახშობდა განსხვავებულ აზრს.

რეპორტაჟებმა ციხეში წამების ფაქტებზე, ამ 4.5 მილიონიან ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია საპარლამენტო არჩევნების წინ, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო ივანიშვილის გამარჯვებას.

ახალმა ხელისუფლებამ ათობით ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრა, რომლებიც მათი თქმით მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევასა და სხვა დანაშაულებებში ქვეყანაში, რომელიც ევროპაში კასპიის ზღვის ენერგორესურსების მიწოდების არხია.

თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, პირობა დადო, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის იმუშავებდა, რომელიც შეწყვეტილი იყო 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს საბჭოთა ეპოქის პატრონა მისი ორი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ორშაბათს, მოსკოვი დათანხმდა ემბარგოს გაუქმებას ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალ ბორჯომზე, პროდუქტებზე, რომელიც როგორც ჩანს მალე რუსულ ბაზარს დაუბრუნდება.

foreignpress.ge