ბარენცის ზღვაში სათევზაო გემის ჩაძირვის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ბარენცის ზღვაში სათევზაო გემის ჩაძირვის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

წინასწარი მონაცემებით, ბარენცის ზღვაში სათევზაო გემის ჩაძირვის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

რუსული გემი „ონეგა“, რომელზეც მეთევზეები იმყოფებოდნენ, ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა, ორის გადარჩენა მოხერხდა.

შემთხვევა ახალი მიწის არქიპელაგთან ახლოს მოხდა.