„ივანიშვილი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე ვითარებაშია“

„ივანიშვილი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე ვითარებაშია“

ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქართულ საზოგადოებას ბოლოჯერ 8 თებერვალს მიმართავს. უმრავლესობა და უმცირესობა გამოსვლებისთვის უკვე ემზადება, პოლიტიკური დებატების ფორმატი კი, ზუსტდება. მმარველი გუნდი სიმწვავეს აანონსებს, ოპოზიცია კი, ხელისუფლებას ექსცესების თავიდან არიდებას ურჩევს.

ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, for.ge-ს კითხვებს, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური პასუხობს:

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაცრად აკრიტიკებს და გამოსვლებს გიწუნებთ.მაგალითადსაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითპრემიერმა დავით ბაქრაძისგანცხადებას - „უნიჭო“ უწოდათავად თქვენმთავრობის ოთხთვიან საქმიანობას,  როგორაფასებთ?

- „ქართულმა ოცნებამ“ და მათმა ლიდერმა საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოაგროვეს, რის გამოც, იმედგაცრუებულნი და გაანჩხლებულნი არიან. პრემიერი აცხადებდა, რომ მათ უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდათ. ასევე, ის ამბობდა, რომ ხელისუფლებას უკვე 120 კაციანი უმრავლესობა ჰყავდა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდა. თუმცა, რაკი, ეს განცხადებები განცხადებებად დარჩა, ამიტომ ძალიან განერვიულებულები და წყობიდან გამოსულები არიან. რაც შეეხება ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უმცირესობის ლიდერმა ლოგიკური შეთავაზება გაახმოვანა, მაგრამ ვინაიდან, მათ კრიზისული პერიოდი აქვთ და საწადელს ვერ მიაღწიეს, ისინი ასეთი გამონათქვამებით შურისძიებას ცდილობენ. მათ გაღიზიანებას სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებულ ვითარებას ვუკავშირებ. ისინი იმ მარცხს ვერ ეგუებიან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განიცადა.

თუმცა,  პრემიერი  გაღიზიანებას თქვენს გუნდს ამჩნევს და ამბობსრომსააკაშვილი-მერაბიშვილი-უგულავა მათი მისამართით გაჩენილი კითხვების გამოპანიკაში არიანდა ცდილობენ,  ამ მდგომარეობაში მოსახლეობაც ამყოფონ... 

- საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მიზნით, დაჭერები, პროკურატურაში დაბარებები და პირდაპირი მუქარა დაიწყეს. ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი თქვა, რომ ინიციატივას ვინც მხარს არ დაუჭერს, თავის მომავალს გაინადგურებსო. ფაქტია, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს, მაგრამ მათთვის შედეგი არ დადგა, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუქარაზე უფრო მნიშვნელოვანი ის იდეოლოგიური ერთობა და სახელმწიფოებრივი პრინციები აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს გუნდშია. ნათლად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს და იმ ვითარებას ვერ აკონტროლებს, რაც მის გარშემოა. კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე ვითარებაშია, რადგან საწადელი მიზნის ახდენა ვერ შეძლო.  რაც შეხება სააკაშვილი-მერაბიშვილისა და ჩვენი გუნდის სხვა წევრების პანიკას, ეს არის სასაცილო, რადგან ჩვენი გუნდი, ძალიან ორგანიზებულად იმ ინტერესებს ემსახურება,  რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავეცით. ამას კი, „ქართული ოცნების“ დაპირებებზე ვერ ვიტყვით, რადგან მათი დაპირებები ჰაერშია დაკიდებული.  

ამ ეტაპზეხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავსმაგრამ თქვენი რიგები დღითიდღე თხელდებაუმცირესობა პრეზიდენტის გარემოცვის წევრმა,  მარიკა ვერულაშვილმა დატოვა.ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის გადაწყვეტილებასრითი ხსნით?

- იცით, რომ სამართალდამცავების მიერ დაკითხვაზე დაბარებულნი იქნენ - ღვინაშვილი, ბუცხრიკიძე, ლემონჯავა, საყვარელიძე, ლეჟავა და ლონდარიძე, რომელთა მიმართაც ზეწოლა ხორციელდება. ხელისუფლება ჩვენს გუნდში შიშის ატმოსფეროს დაფუძნებას ცდილობს, რაც არ გამოუვათ. რაც შეეხება ვერულაშვილის ამბავს, ორი კვირის წინ, პრეზიდენტმა ის თქვა, მისი ოჯახის წევრებს როგორი მდაბიო და მიუღებელი ხერხებით ებრძოდნენ. 

თუმცა, for.ge- ინფორმაციითვერულაშვილის რაღაც ფორმით დაშინებას, თავად პრეზიდენტიცდილობდათუ გსმენიათამის შესახებ?

- რას ნიშნავს დაშანტაჟება? სამი თვის წინ, ყვარლის საარჩევნო ოლქში, მარიკა ვერულაშვილის კანდიდატურა დავაყენეთ და მის მხარდასაჭერად, ყვარელში პირადად მე ჩავედი. ის იყო ადამიანი, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული პოზიცია ჰქონდა, თუმცა, პირველი ოქტომბრის შედეგების შემდეგ, მისი ოჯახის წევრის მეშვეობით, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ადგილი იმდენად დიდ ზეწოლას ჰქონდა, რომ  ვერულაშვილი სხდომებსაც არ ესწრებოდა. მოგვიანებით კი, ის უცხოეთში იყო წასული, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ოთხთვიანი ზეწოლის შემდეგ, ამ ადამიანს განცხადება დააწერინეს. რას ნიშნავს ზეწოლა? - მას მაჟორიტარად კენჭი ძალით ვაყრევინეთ?

წინა საარჩევნო პერიოდშითავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მკაცრად აკრიტიკებდით და მასუპასუხიმსგებლო განცხადებების გაკეთებაშიც კი დასდეთ ბრალიამჟამად კიპრემიერი აცხადებს,რომ „ალასანიას გადაბირების მცდელობა აქვთ“. ალასანიასთანრა კავშირი გაქვთ?  

- მე მგონი, ესეც მათი მოლანდებების შედეგია, რადგან აცხადებენ, რომ პარტიებში შეგზავნილები, მოღალატეები და ჩანერგილები გვყავს. ხელისუფლება შპიონებსა და ჯაშუშებს იმიტომ ეძებს, რომ სინამდვილეში, ეს ხალხი, იდეოლოგიურად, კომუნისტების მემკვიდრენი არიან. ამიტომ, სხვას ვერაფერს ხედავენ. იმის გამო, რომ თავიანთი უუნარობა და უმოქმედობა გაამრთლონ, ჩვენ რაღაცეებს გვაბრალებენ. რაც შეეხება ალასანიას, როგორც ჩანს, ალასანიამ თავისი მეგობრების ვიწრო წრეში, ქვეყნის განვითარებისა და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ილაპარაკა, რის გამოც, მოგვიანებით დასაჯეს. ამის შემდეგ კი, ამ ადამიანს, ლამის ყოველდღიური დამცირება ხვდება. მართალია,  თავად ალასანაის გადასაწყვეტია რამდენ დამცირებას გაუძლებს, მაგრამ გეტყვით, რომ დღეს, ჩვენ რაღაც მიწისქვეშა მოლაპარაკებებს არ ვმართავთ. ამასთან, რაც შეეხება ხელისუფლების მოლანდებებს, ეს  იმ უუნარობით არის გამოწვეული, რითაც ისინი თავს არჩევნების შემდეგ გვაჩვენებენ.

რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობას, 8 თებერვლის სხდომას მთავრობა არდაესწრებაუმრავლესობა კი აცხადებსრომ პრეზიდენტს სასიამოვნო გარემო არ დახვდებათქვენრა მოლოდინი გაქვთ და რაიმე ექსცესებს ელით?

- პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ცენტრალური პოლიტიკური მოვლენაა და როდესაც ოპონენტები აცხადებენ, რომ თანაარსებობის პროცესი უნდა განვითარდეს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ პოლიტიკურმა ფიგურებმა ერთმანეთს მოუსმინონ, თუნდაც ძალიან კრიტიკულად. როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საბოტაჟის რაღაც ფორმას მიმართოს, რაც მათ მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე არ მეტყველებს. რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ალბათ, ამ დებატების თანმდევი სიმწვავე იქნება. თუმცა, ხედვებს შორის როგორი განსხავებაც არ უნდა იყოს, საქართველოსთვის უკეთესი იქნება თუ, დებატები კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. რა თქმა უნდა, თუ მეორე მხარის მიერ გამოხტომებს ადგილი ექნება, ამას შესაძლოა, გართულებები მოჰყვეს. ფაქტია, რომ ექსცესები იმ პოლიტიკური ძალის გარდა არავის სჭირდება, რომელმაც ქართველ ხალხს ვერცერთი დანაპირები ვერ შეუსრულა. არავის სურვილი არ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკური დებატები ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდოს.