ინდოეთის ხელისუფლებამ ქაშმირის რეგიონში 75 პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი დააკავა

ინდოეთის ხელისუფლებამ ქაშმირის რეგიონში 75 პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი დააკავა

ინდოეთის ხელისუფლებამ ქაშმირის რეგიონში 75 პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი დააკავა, მას შემდეგ რაც ადგილობრივ არჩევნენზე კაშმირის რეგიონული პარტიების ალიანსმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებები პრევენციულ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან სეპარატისტი ლიდერები და აკრძალული ორგანიზაცია „ჯამათ-ე-ისლამის“ წევრები არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.

შარშან ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მუსლიმებით კომპაქტურად დასახლებული ქაშმირის რეგიონის სპეციალური სტატუსი გააუქმა. რამდენიმე დღის წინ რეგიონში რაიონული საბჭოების არჩევნები გაიმართა, რომელშიც რეგიონულმა პარტიებმა გაიმარჯვეს.