პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ლეხ ვალენსა უსახსრობას უჩივის.
„წელს ჩემგან საჩუქარს ვერავინ მიიღებს, რადგანაც გაკოტრებული ვარ. იყო დრო, როდესაც ფინანსურად კარგად ვიყავი და საჩუქრებს ვარიგებდი. ახლა კი ჯიბეები ცარიელი მაქვს,“-აცხადებს პოლონეთის ექსპრეზიდენტი Polsat News-თან ინტერვიუში.
ლეხ ვალენსა პრეზიდენტის პოსტს 1990-1995 წლებში იკავებდა. ნობელის მშვიდობის პრემია მას 1983 წელს მიანიჭეს.