ადამიანური შეცდომა თუ განზრახ დაგეგმილი ცდომილება, რომელიც „სამართლიან არჩევნებს“ შესაძლოა რეპუტაციის შელახვის სერიოზულ ფასად დაუჯდეს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამტკიცებდა, რომ მას ბოდიში მოსახდელი არ ჰქონდა და ვერც მისი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავდა, ის ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გადააყენა.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს. მანამდე ნიჟარაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ ეს შეცდომა გარედან მოწვეულმა ექსპერტმა დაუშვა, რომელმაც ბიულეტინების დათვლაში ალგორითმი შეცვლა. თუმცა აქვე ჩნდება კითხვები, მაშინ რატომ მალავდა ამას ორგანიზაციის დირექტორი ერთი თვის განმავლობაში? ასევე აქამდე რატომ არ იყო ნახსენები NDI-ის ექსპერტები? როგორ მოხდა, რომ ბიულეტინების დათვლის ალგორითმი იცვლება იმის მიუხედავად, რომ ცესკოს დათვლის მეთოდი არ შეუცვლია.
„სამართლიანი არჩევნების“ ოფისში გამგეობის ბრიფინგი გაიმართა, სადაც გამგეობის წევრებმა ბაია პატარაიამ და თამარა სართანიამ წარადგინეს მოკვლევის ანგარიში და გამგეობის რეკომენდაციები სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება.
„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, განმარტებები თავადაც გააკეთა.
როგორც ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, მისთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, მაგრამ აღნიშნა, რომ ხარვეზი, რაც გამოვლინდა, ძალიან მცირე იყო.
„11 დეკემბერს ჩვენ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც მოცემული იყო პარალელური ხმების დათვლის დაზუსტებული მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, გამოვლენილი იყო, რომ პროგრამაში მოხდა ხარვეზი, დათვლილი იქნა საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად, ასევე ბათილი ბიულეტენები, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ ხდება. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენსა და ცესკოს შედეგებს შორის მცირე სხვაობა. ეს სხვაობა იმდენად მცირედი იყო, რომ რომელიმე პარტიაზე გავლენას არ ახდენდა, მანდატებს არ უცვლიდა არც ერთ პარტიას.
ჩვენ არჩევნების შემდეგ, ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე აუდიტს, რომლის შემდეგაც ხდება ყველა მონაცემის კიდევ ერთხელ გადამოწმება, სწორედ ამან გამოავლინა მცირედი ხარვეზი. ამ მცირე ხარვეზებს მმართველი პარტიის მხრიდან ძალიან დიდი გაზვიადება მოჰყვა და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ამან რაღაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ეს ყველაფერი კი, მათი მხრიდან მიზანმიმართულად კეთდებოდა.
რაც შეეხება ჩემი გადადგომის საკითხს, მიმაჩნია, რომ რადგან ამ ყველაფერმა ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა კითხვის ნიშნები ორგანიზაციის რეპუტაციასთან დაკავშირებით, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წელია ვმუშაობ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი ძალიან ხარისხიანად ვაკეთებდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან. პირადად ჩემთვის, შეცდომა ძალიან მძიმე იყო“, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
„სამართლიანი არჩევენბის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას კი მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რთული დასაჯერებელია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა.
„მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. თქვენ გახსოვთ ოპოზიციის რა მასშტაბის პროპაგანდა მოჰყვა რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიებმა, მათ შორის ოპოზიციონერი კომისიის წევრების ხელმოწერების თანხლებით გადაუგზავნეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა. ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ცესკოს შედეგების აცდენა PVT-ის შედეგებთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი.
ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული. ეჭვებს ასევე აღრმავებს ის გარემოებაც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამ გადადების მიზეზების განმარტება ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია, მით უმეტეს, რომ ყველა წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების PVT-ის შედეგები 10 ან 11:00 საათზე გამოქვეყნდა. სამწუხაროა ისიც, რომ ვერ მოვისმინეთ ორგანიზაციის გამგეობის განცხადება ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც თითქოსდა, საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობას უკავშირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების ოქმების გასაჯაროება, სადაც ამგვარი ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სინამდვილეში, ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების არა 8, არამედ 0,5 პროცენტია, რაც სრულად თავსებადია სხავადასხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ სტანდარტულ სტატისტიკასთან. როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთ უხეშ ხარვეზს, კიდევ შეიძლება საკუთარი თავი დააჯერო, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, მაგრამ, როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „სამართლიან არჩევნების“ მიერ გამართული ბრიფინგიდან ვერანაირი არგუმენტები ვერ მოისმინა იმის გასაბათილებლად, ორგანიზაციის ხელძღვანელი ელენე ნიჟარაძე ერთი თვის განმავლობაში ამ ინფორმაციას რატომ მალავდა. აბაშიძე ამბობს, რომ კითხვები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. აქამდე ამტკიცებდნენ, რომ ბიულეტინების დათვლის ალგორითმი ერთმა მოწვეულმა ექსპერტმა შეცვალა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ დათვლის პროცედურაში NDI-ის ექპერტებიც მონაწილეობდნენ. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ჩნდება კითხვა, ხომ არ ელოდებოდა ვიღაცა რევოლუციური ტალღის აგორებას და ასევე რამდენად სანდო იყო ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული წინა კვლევები. ან საზოგადოებამ შემდეგ კვლევებს რატომღა უნდა ენდოს?
„ამის შემდეგ რატომღა უნად დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ ნაციოანელბთან აფილირებული ენჯეოები სიმართლეს ამბობენ და მათ მიერ ჩატარებული კვლევები რეალურია. თუნდაც ვგულისხმობ „საერთაშორისო გამრჭვირვალობა საქართველოს“ ან საია-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს. საკმაოდ შერჩევითი სამართლით და უფლებადამცველობით არიან გამორჩეულები. ამიტომ ის, რომ აპრიორად მივიღო ამ ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნები, უკვე საეჭვოდ მიმაჩნია. უფრო მეტად კრიტიკული მიდგომა მექნება. ორგანიზაცია საკუთარ რეპუტაციას ასე მძიმედ რომ შელახავს და სააკაშვილის პოლიტიკურ ორომტრიალში ჩაერთვება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქ ობიექტურობაზე საუბარი ძალიან ზედმეტია.
ეს კლასიკური კვლევა კი არა, ესაა სრული აბდაუბდა. აქ მნიშვნელოვანია ალგორითმის ცვლილების თემაც, რომც მომხდარიყო ბათილი ბიულეტინების დათვლა, საქართველოს კანონმდებლობით ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც შენ პრეტენზია სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით გაქვს, არჩევნების ყველა ნიუანსში უნდა ერკვეოდე, ხოლო როცა ეს ელემენტარული არ იცის და ალგორითმს ცვლი, ეს მეტყევლებს იმაზე, რომ სრული აბდაუბდა და არაპროფესიონალიზმია, სხვა განზრახვა თუ არავის ჰქონდა კიდევ“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან აბაშიძე.
მისივე თქმით დაუშვებელია ქვეყანაში პარტიასთან და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან მესამე სექტორი აფილირებული იყოს და მისი დასკვნები ამ პარტიის დღის წესრიგზე იყოს მორგებული. რაც შეეხება ოპოზიციის არგუმენტს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებიდან ორგანიზაციაში ჩანერგილი ადამიანის მხრიდან ალგორითმის შეცვლა მოხდა, აბაშიძე ამბობს, რომ ეს არის სრულ აგონიაში მყოფი ძალის განცახდება, რომელიც დანაშაულზე გამოიჭირეს და აღარ იცის რა მოიგონოს.
„იმ ზღაპრების არ მჯერა, რომელსაც ე.წ. ნაციონალების სურნელი ასდის. ისეთი ბოდვების მოგონება, რომ ხელისუფლებას ხალხი ჰყავდა ჩანერგილი, უთვალთვალებდნენ, მათ შეცდომას ვერ ამართლებს. ეს ორგანიზაცია ხომ იმისთვის არის შექმნილი, რომ გავიგოთ ცესკო რამდენად კეთილსინდისიერად ითვლის ხმებს. აღმოჩნდა, რომ გადამამოწმებელი ორგანიზაცია, ბოლოს ტყუილს თავად კადრულობდა. ასევე ამ ყველაფერს ერთი თვე მალავდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ უფრო მეტი კითხვები ჩნდება, ვიდრე ხელისუფლებისადმი. გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, ამ პრინციპით მოქმედებენ, რაც საკმაოდ სუსტი თავადცვითი არგუმენტია“, - აცახდებს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ორგანიზაციის მხრიდან დაშვებული შეცდომა გამიზნული ყოფილიყო. თუ ეს ასე არაა, მაშინ „სამართლიანმა არჩევნებმა“ უფრო მეტი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს ამის დამადასტურებელი ფაქტები. ანჯაფარიძე ასევე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ეს იყოს ადამიანური შეცდომაც, თუმცა მას ერთი თვე ორგანიზაცია რატომ მალავდა, ეჭვებს აჩენს. აქამდე NDI-ის ექსპერტების შესახებაც არაფერი ვიცოდით და ახლა მათზე თითის გაშვერა, რომ ისინიც პასუხისმგებლები არიან, კიდევ დამატებით კითხვებს აჩენს და ამ საქმის ირგვლივ ბევრ ბუნდოვანებას ქმნის.
„საერთოდ ვერ გავიგეთ რეალურად რა მოხდა. „სამართლიანი არჩევნები“ , რა თქმა უნდა, არასდროს აღიარებს იმას, რომ ეს კონკრეტული გეგმის ნაწილი იყო. ეჭვები, რომ ისინი ოპოზიციას ხელს რევოლუციური სცენარის განვითარებაში უწყობდნენ ამ ბრიფინგმა ვერ გაფანტა. ვერ ამტკიცებენ ბოლომდე, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც ადამიანურ დონეზე იყო დაშვებული. თუმცა მაშინ ამას ერთი თვე რატომ მალავდნენ სანამ ხელისუფლებას კითხვები არ გაუჩნდა და არ ჩაეძია? რა ვერსიასაც არ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ორგანიზაციის რეპუტაცია დაზიანებულია. არჩევნებში მის მიერ დაკვირვების თუ პარალელური დათვლის შედეგებს ყველა, ძალაუნებურად, ეჭვის თვალით შეხედავს.
არის გარკვეული ხელჩასაჭიდი არგუმენტები, რომლებიც იმ ვერსიას ამყარებს, რომ ეს მთლად ადამიანური შეცდომა არ ყოფილა. ისინი დაახლოებით ერთი თვე ელოდებოდნენ ქვეყანაში სიტუაცია როგორ განვითარდებოდა. ყველამ კარგად ვნახეთ ამ ხნის განმავლობაში რაც ხდებოდა. იყო მიტინგები და ცესკოში შეჭრის მცდელობა, სადაც ამ ორგანიზაციის დასკვნა მტკიცებულებად მოჰყავდათ. რადგანაც ელენე ნიჟარაძის გადაყენების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, შიდა მოკვლევით საქმე კიდევ უფრო სერიოზულად არის, ვიდერ ამაზე ორგანიზაცია ღიად საუბრობს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობა მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება."
შეკითხვა სამართალდამცავ ორგანოებს!
რატომ არ ისჯებიან სამართლიანად „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრები, თანამშრომლები და აქტივისტები რომელთა "სამართლიანმა კვლევამ" მოახდინა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის მცდელობა, შეცდომაში შეიყვანა ოპოზიციური პარტიები, მისი დემოკრატიული სულისკვეთებით გამსჭვალული ხელმძღვანელობა, გადაადგმევინა პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯები, რამაც დააპირისპირა დასავლეთისა და სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოების დიპლომატიურ კორპუსებთან, ელჩებთან და დაახევინა პარლამენტარების მანდატები!
შეგნებული ჭვი მაქვს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობამ შეგნებულად შეუწყო ხელი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას!