ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მთავრობა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელობას ანიჭებს

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მთავრობა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელობას ანიჭებს

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთთან ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარებით არის დაინტერესებული. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რუსეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში განვავითაროთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრთან შეხვედრის დროს.

სომხეთის პრემიერმა ასევე გაუსვა ხაზი სხვადასხვა სფეროში რუსეთთან ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობას.

„სომხეთის მთავრობა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელობას ანიჭებს. რუსეთს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.