„რომც ჩაუდგნენ ეს ოპოზიციონრები ქუჩაში გამოსულ ხალხს სათავეში, ამ მშიერ ხალხს რით აპურებენ?!“

„რომც ჩაუდგნენ ეს ოპოზიციონრები ქუჩაში გამოსულ ხალხს სათავეში, ამ მშიერ ხალხს რით აპურებენ?!“

„ერთიან ოპოზიციას რა სტრატეგია აქვს?! გარდა იმისა, რომ ხალხს მოშივდება და ქუჩაში გამოვა. თუ ეს სტრატეგიაა, მე არ ვიცი. რომც ჩაუდგნენ ეს ოპოზიციონრები ქუჩაში გამოსულ ხალხს სათავეში, ამ მშიერ ხალხს რით აპურებენ?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

თვით ოპოზიციაც კი აღიარებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების ეტაპი დასრულდა, აიფონის ეპოქაში ხალხის მასები ქუჩაში არ გამოვლენ, დღევანდელი ადამიანები პროტესტს უფრო გამოხატავენ ინტერნეტით, მობილურით. თუ ეს ასეა, მაშინ რისი იმედი აქვს ოპოზიციას გაზაფხულისთვის, ხუმრობით რომ ვთქვათ, არსენალში მხოლოდ ინტერნეტრევოლუცია რჩება?

- დარწმუნებული არ ვარ, რომ ოპოზიცია ხალხის მობილიზებას შეძლებს. ხალხი შეიძლება ქუჩაში გამოიყვანოს არა ოპოზიციამ, არამედ სოციალურმა და ეკონომიკურმა ცუდმა ვითარებამ, მაგრამ ესეც ნაკლებად მოსალოდნელია. დღესდღეობით ოპოზიციიდან ისმის მხოლოდ ერთი რამ, ხელისუფლებას ვაცალოთ, შიმშილი იქნება გაზაფხულზე და ხელისუფლება იძულებული გახდება, დათმობებზე წამოვიდესო. ამის იმედით სტრატეგიის შემუშავება, რომ ეს სტრატეგიის დონეზე აიყვანო და ამით გინდოდეს წარმატების მიღწევა, არ ვიცი, რამდენად გამართლებული და სწორია. ჯერჯერობით პანდემიაა და არა მგონია, ვინმემ ეს პროცესი დაიწყოს, მაგრამ ასეთი სტრატეგიის შემუშავება არასწორია. გაოცებული ვარ ერთი რამით, რასაც ვერაფრით ვერ ვუვლი გვერდს, 2007-დან დაწყებული, 2011 წლის 26 მაისამდე სულ ქუჩა იყო გადაკეტილი, ისეთ მასშტაბურ ორგანიზებას ოპოზიცია ვერ შეძლებს. იმ პერიოდში ეს შეძლო მაშინდელმა ოპოზიციამ, მაგრამ რას მიაღწია ამით?

ახლა ლიდერიც არ ჰყავთ, რომ არაფერი ვთქვათ, საერთაშორისო მხარდაჭერაზე. ამას გულისხმობთ ოპოზიციის არასწორ სტრატეგიაში?

- ახლა ისეთი ლიდერი არ ჰყავთ, რომელიც მთელ ოპოზიციას გააერთიანებს. გარდა ამისა, როდესაც დღეს აანონსებ, რომ შიმშილი მოვა, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამით ხელისუფლებას დავამარცხებთ, რა ვიცი, ცალკე პერსონებად რომ ავიღოთ, ეს ხალხი თითქოს საკმაო გამოცდილების მქონეა და განსჯის უნარი გააჩნიათ, ჯამურად რა ემართებათ, ვერ გავიგე. ჯამურად ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობენ, რომელი გადაწყვეტილებებიც ყოვლად გაუმართლებელია. არ მესმის, ზოგადად, რის იმედზეა ოპოზიცია.

სხვათა შორის, რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემაც აღნიშნა, ქუჩაში ყოფნა, კარვები ეს მძიმე გზაა და ყოველთვის კარგის მომტანი არ არის, ამიტომაც ოპოზიციური სპექტრი მზად არის მოსალაპარაკებლადო. „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კი არ დამალა, რომ ქვის სროლას არ ემხრობა. როგორც ჩანს, ლეიბორისტების მაგიდასთან მოლაპარაკების შემდეგ კიდევ უფრო დაიქსაქსება ოპოზიცია. მათი ნაწილი თუკი ქვის სროლის მომხრე არაა, შეიძლება გაემიჯნოს თანამებრძოლებს და უფრო მეტად დაფიქრდეს, ღირს თუ არა რადიკალური გზის დადგომა?

- გასაგებია, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის, მაგრამ, თუ პარლამენტში არ იქნება 130-კაცი, მაშინ პარლამენტში შესვლას მართლაც არ აქვს აზრი, რადგან ვერანაირ შესწორებებს ვერ მიიღებ, ფაქტობრივად, ვერაფერს გააკეთებ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, მთლიან ოპოზიციაში ჯამურად მოიძებნება 30 გამბედავი ადამიანი სხვადასხვა პარტიებიდან, რომლებიც შევლენ პარლამენტში და იქიდან დაიწყებენ ბრძოლას. თუ ასეთი 30 კაცი მოიძებნა, მერწმუნეთ, ეს იქნება ის ძალა, რომელიც გახდება მესამე ცენტრის შექმნის საფუძველი.

თუკი ასეთი ადამიანები არ მოიძებნა?

- თუ არ მოიძებნა, მაშინ ყველანი ქუჩაში დარჩებიან. სხვა გამოსავალი არ არსებობს, ანუ პატარა პარტიების ცალკე, დამოუკიდებლად შესვლას მართლაც აზრი არ აქვს, მაგრამ კარგია ის ვარიანტი, როდესაც ოპოზიციაში არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და, რომლებიც ამბობენ, გვითხარით, გაერთიანებულ, თუ ერთიან ოპოზიციას რა სტრატეგია აქვს, გარდა იმისა, რომ ხალხს მოშივდება და ქუჩაში გამოვა. თუ ეს სტრატეგიაა, მე არ ვიცი. რომც ჩაუდგნენ ეს ოპოზიციონრები ქუჩაში გამოსულ ხალხს სათავეში, ამ მშიერ ხალხს რითი აპურებენ?

თქვენ პატარ-პატარა პარტიები ახსენეთ და „გირჩელმა“ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პატარა პარტიები ქოცების და ნაცების ომში გაიჭყლიტნენ. ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიებში სინანულის განცდაა პარლამენტში არშესვლის გამო?

- პატარა პარტიები რომ შევიდნენ პარლამენტში, აზრი არ აქვს, მაგრამ მათი მხრიდან ასეთი განაცხადის გაკეთებას პოლიტიკური აზრი ნამდვილად აქვს. მთელი ოპოზიციური სპექტრიდან მეტ-ნაკლებად პოლიტიკის ყველაზე ოპტიმალური ხედვა აქვს სწორედ ელისაშვილის, ხვიჩიას და იმ ჯგუფს, რომლებიც ოპოზიციისგან ითხოვენ, გვითხარით, რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ და რამდენად სწორია, ქუჩაში ველოდოთ ვითარების გამწვავებასო. გულწრფელად გითხრათ, ოპოზიციამ საერთოდ დამაბნია, უბრალოდ, რა არ მესმის, იცით? ოპოზიციის დღევანდელი ელიტის 90% პერსონალურად არიან ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში ნამყოფნი არიან, მათ უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს ქუჩის აქციები. თავის დროზე რომ არ გააკეთეს არაფერი იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება შეეცვალათ, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ დღევანდელ ოპოზიციაშია ის ხალხი, ვინც 2008-ში მანდატები დახია და ის ხალხიც ოპოზიციაშია, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო. დასხდნენ და იმაზე მაინც ილაპარაკონ, რა წარმატებას მიაღწია მაშინ ან იმან, ვინც ქუჩაში იდგა, ან იმან, ვინც ხელისუფლებაში იყო.

ოპოზიციის ნაწილი თანახმაა, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, ნაწილი უფრო ადრეულ პერიოდში მოითხოვს ვადამდელის ჩატარებას. მოლაპარაკება რაზე უნდა შედგეს?

- მიმდინარეობს კი 2022 წელზე ლაპარაკი? „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ აქ წითელი ხაზია გავლებული და არ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. თუ ქუჩაში ხალხი გამოვა, ეს ოპოზიციის დამსახურება კი არ იქნება, იმის დამსახურება კი არ იქნება ქუჩაში ხალხის გამოსვლა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, არამედ ეს კრიზისის დამსახურება იქნება. ოპოზიცია პარლამენტში რომც შევიდეს, მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს უმრავლესობის ხელშია, ამიტომ სრულიად აბსურდულ ვითარებას ვიღებთ.

 

 

amo Aburjga Tasmanieliირმა ინაშვილმა და პატრიოტთა ალიანსმა ვერ გაამართლეს ხალხის ნდობა. პარლამენტში არ შესვლით გვერდით დაუდგნენ ბოკერიას და სააკაშვილს. სიტყვით ვითომ ემიჯნებიან, მაგრამ საქმით გვერდით უდგანან!!!!!!!!!!!!!!!!
დიდებული შეფასებაა!
3 წლის უკან
romani თავის თამაშს თამაშობენ. თითქოს რაღაცას უცდიან. პირდაპირ, მარტონი რომ შესულიყვნენ, ოცნებასთან ერთად, ამ უკანასკნელსაც დისკომფორტს შეუქმნიდენ, ინაშვილის ვითომ "რუსეთუმე" პარტიის გამო. სხვა თუ არავინ შევა, ოპოზიცია, საერთოდ, პარლამენტს, პრორუსულობას და ა.შ. დააბრალებს. ამას ერიდებიან. სხვების შედინება თუ დაიწყო, რაღაც ეტაპზე პატრიოტებიც შევლენ, მგონია. იარლიყებს მაინც ვერ აცდებიან, მაგრამ ახალი არჩევნები ინას არ უნდა აწყობდეს, ისე, როგორც მთელ ოპოზიციას - ყველა დანაკლისში აღმოჩნდება, უეჭველია. შეიძლება, ვიღაცის ( ვთქვათ, დონორის) წინაშე ასეთი ქცევით უნდათ გაამართლონ არახდენილი მოლოდინები დროს. ყველა ვარიანტში, სამწუხაროდ, წაგებულში დარჩებიან. ესეც, უაზროდ და ნაჩქარევად მიღებული არჩევნების წესის ერთ-ერთი შედეგია. აირია პოლიტიკური სპექტრი, დააბნია ამომრჩეველი, შექმნა ჩიხური მდგომარეობა - თითქოს, თავიდანვე არ იყო ნათელი, რომ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ასეთი სიტუაცია აუცილებლად შეიქმნებოდა.
3 წლის უკან