ინგრედიენტები
450 გრამი სპაგეტი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 თავი საშუალო ხახვი
2 კბილი დაკეპილი ნიორი
450 გრამი საქონლის ფარში
მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი
4 ჩ/კ ხმელი ქონდარი
4 ჩ/კ ხმელი ქინძი
4 ჩ/კ ხმელი ორეგანო
4 ჩ/კ ხმელი როზმარნი
800 გრამი გახეხილი პომიდორი
2 ჭიქა დაჭრილი რეჰანი
1 ჭიქა გახეხილი მოცარელა
4 ჭიქა პარმეზანი
დაჭრილი ოხრახუში მოსართავად
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 ჩ-ზე. მოუსვით ცხიმი საშუალო ზომის საცხობ ლანგარს.
მოხარშეთ სპაგეტი, გადაწურეთ და გადადგით.
ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ დაკეპილი ნიორი და თუშეთ კიდევ 1 წუთით. დაუმატეთ ფარში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ სანელებლები: ხმელი ქინძი, ორეგანო, როზმარინი , ქონდარი და თუშეთ დაახლოებით 8 წუთით, ხორცის მოთუშვამდე. დაგროვებული ცხიმი თასში გადაწურეთ. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი და რეჰანი და ადუღეთ დაახლოებით 10 წუთით. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
ფარშის ნაზავი და სპაგეტი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ მოცარელა და პარმეზანი. აცხვეთ ყველის დადნობამდე, დაახლოებით 20 წუთით.
მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და გემრიელად მიირთვით.