რუსეთმა ნავალნის საქმეზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ სასანქციო სია გააფართოვა

რუსეთმა ნავალნის საქმეზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ სასანქციო სია გააფართოვა

რუსეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ სასანქციო სია გააფართოვა.

„ნაცვალგების პრინციპის თანახმად, გადაწყვეტილება მივიღეთ ევროკავშირის ქვეყნების იმ წარმომადგენელთა სიის გაფართოების შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ შესვლა რუსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულ სიაში ის პირები შედიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის ფარგლებში ანტირუსული სასანქციო აქტიურობის ესკალაციაში ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

15 ოქტომბერს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირმა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

ევროკავშირის სასანქციო სიაში შემდეგი პირები მოხვდნენ: „ეფესბეს“ დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი და ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზისდენტის წარმომადგენელი სერგეი მენიაილო.

სასანქციო სიაში ასევე მოხვდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.