El Tiempo: ჯაშუშური საქმიანობის გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

El Tiempo: ჯაშუშური საქმიანობის გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ჯაშუშური საქმიანობის გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ კოლუმბიური გამოცემა El Tiempo ქვეყნის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ბოგოტაში რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელზე, ალექსანდრე პარისტოვსა და ალექსანდრე ბელოუსოვზე, რომლებიც კოლუმბიაში ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

წყაროს ინფორმაციით, რუსი დიპლომატები ქალაქ კალიში ინფორმანტების გადაბირებით იყვნენ დაკავებულნი. სამხედრო დაზვერვის გარდა, რუსი დიპლომატები ასევე ინტერესდებოდნენ მინერალური რესურსების ექსპლუატაციის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციით.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა უკვე დატოვეს კოლუმბია.