ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ამის შესახებ BBC წერს.

არჩევნების დანიშვნის მიზეზი დადგენილ დროში პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეუთანხმებლობა გახდა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ისრაელის პარლამენტის დათხოვნა ავტომატურად მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2021 წლის მარტში გაიმართება, რაც ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში რიგით მე-4 საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 2020 წლის 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მოწინააღმდეგის, ბენი განცის პარტიებმა ხმათა 25-25% მიიღეს, რამაც მთავრობის ფორმირება შეაფერხა. ნეთანიაჰუ და განცი როტაციული მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.