„როგორ შეიძლება, რომ პატარა ქვეყანაში,  სადაც ამდენი პრობლემებია, საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდებოდეს?“

„როგორ შეიძლება, რომ პატარა ქვეყანაში,  სადაც ამდენი პრობლემებია, საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდებოდეს?“

გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება. იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უცვლელად წარედგინება. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში ახალი მთავრობის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო. სამთავრობო პროგრამის ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა. მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 24 დეკემბერს დაამტკიცებს. მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მინისტრების მოსმენა პარლამენტში ოპოიციის გარეშე მიმდინარეობს. საზოგადოება მიჩვეული იყო, რომ მინისტრების მოსმენა ოპოზიციის მხრიდან დისკუსიის ფონზე იმართებოდა, თუმცა, ახლა ძალიან მშვიდად მიმდინარეობს.

დღეს რომ ოპოზიცია პარლამენტში ყოფილიყო, მინისტრებს რა კითხვებს დაუსვამდნენ, ან რას ფიქრობენ - რატომ არ შეცვალა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტი? for.ge-ს ამ კითხვებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი პასუხობს.

როგორც გიგი წერეთელმა სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, კითხვები მეტწილად ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან ქნებოდა. მისივე თქმით, დღეს ქვეყნისთვის კოალიციური მთავრობის ყოლა უკეთესი იქნებოდა.

პარლამენტში მინისტრების მოსმენა დაიწყო. მმართველმა გუნდმა მინისტრთა კაბინეტი არ შეცვალა, გარდა იუსტიციის მინისტრისა, რადგან თეა წულუკიანმა პარლამენტში გადაინაცვლა. თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რატომ არ შეიტანა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები?

- ზოგადად, პარლამენტში რა პროცესებსაც ვადევნებ თვალს, ფორმალურია. ყველაფერი ერთი პარტიის შიგნით იხარშება. მთავრობაც და პარლამენტიც მათია. შესაბამისად, ამას რა ინტერესი უნდა ქონდეს?! ჩემი აზრით, საზოგადოების მხრიდან ინტერესი საერთოდ არაა. მეც და პოლიტიკოსების დიდი ნაწილიც ამ დისკუსიებს არც ვუყურებთ, რადგან ყველაფერი ნაცნობია. მინისტრების მოხსენება იქნება, შემდეგ კი დაამტკიცეენ. ეს არის სწორედ ერთპარტიული პარლამენტის მახასიათებელი. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან, რომ ამგვარი სურათი არ მიგვეღო.

რეალურდ, რა მნიშვნელობა აქვს, ვის შეცვლიან და ვის არა, სტრატეგია იგივე იქნება. თუმცა, ქვეყანაში როდესაც პანდემია, სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირეა, პლუს პოლიტიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, ცვლილებები კარგი იქნებოდა, მაგრამ ზოგადად, ეს სიჯიუტე, სამწუხაროდ, მმართველი გუნდისთვის დამახასიათებელია.

ახსენეთ, რომ ცვლილებები უკეთესი იქნებოდაო, თუნდაც საზოგადოებისთვის დაენახებინათ, რომ ცვლილებებს ახორციელებდნენ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააკეთეს ეს?

- მსგავსი ბევრი კითხვა შეიძლება გვქონდეს, მაგალითად: რატომ არ ჩაატარეს ისეთი არჩევნები, რომელსაც ამხელა უკმაყოფილება არ მოჰყვებოდა? რატომ ვერ დაეხმარნენ ადამიანებს, რომ სიღარიბე აქამდე არ გაზრდილიყო? კორონასთან დაკავშირებით მთელი თვეების განმავლობაში რატომ იყვნენ გაჩერებულები? ვირუსთან დაკავშირებით იმ ზომამდე მივედით, რომ უკიდურესი ზომების გატარება გახდა საჭირო - ყველაფერი ჩაკეტილია, პესპექტივა მძიმეა და ა.შ. ეს კითხვები არის და სწორედ იმ რიგის კითხვებია, რომელიც ახლა მკითხეთ - „რატომ არ შეცვალეს, რომელიმე მინისტრი?!“ იმიტომ, რომ ასე თვლიან, ასე უნდა იყოს, როგორც მათ უნდათ. ეს ცუდი მაგალითია. ყველა ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ერთ დღეს ის აუცილებლად იცვლება. ამიტომ, უნდა ეცადოს, რომ შემდეგ ხელისუფლებას ნაკლები მაგალითი მისცეს. ყოველთვის, ხელისუფლება თავს გაიმართლებს - აი, წინა ხელისუფლება ასე რომ აკეთებდა, ჩვენც ახლა ასე გავაკეთებთ. ამიტომ, ეს ციკლურობა სადღაც უნდა გაწყდეს და მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. პირობითად ვამბობ, თუ რომელიმე მინისტრი თავს ვერ ართმევს, მის დარგში ცუდი მდგომარეობაა, ეს იქნება ჯანდაცვის, სოფლის თუ ეკონომიკის მინისტრი, არ აქვს მნიშვნელობა, უნდა გადადგეს. არ იმუშავა, მოდი სხვებით ჩავანაცვლოთ, თუნდაც ხალხის დასანახად მაინც. ხელისუფლებას მარაგში ხომ ჰყავს შემცვლელები. როდესაც ქვეყანაში ვითარება დაიძაბება ან მთავრობას შეცვლიან, ან მინისტრებს. თუმცა, ეს მარტო საქართველოში არ ხდება, სხვაგანაც ხდება, მაგრამ საქართველოში მე რომ მკითხოთ, მთავრობის მთლიანი შემადგენლობა უნდა გამოიცვალოს, რომ რამე სიახლე იყოს. სამწუხაროდ, ასეთი ხედვა არაა. არ ვიცი, შეიძლება ინახავენ ხალხს და მერე, დაძაბულ მომენტში, მოხდება შეცვლა მთავრობის.

პანდემიის პერიოდში საზოგადოება მოელოდა ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას, რადგან მის მიმართ ხშირად ჩნდებოდა კითხვები, თუმცა ასე არ მოხდა. მაგრამ, მარტო ჯანდაცვის მინისტრზე რომ არ ვისაუბროთ, თავად თქვენ რომელი მინისტრის შეცვლას ელოდებოდით?

- კოვიდის პერიოდში თუ გადავხედავთ მსოფლიოს, ვნახავთ რამდენი ჯანდაცვის მინისტრი შეიცვალა. ძალიან ბევრ ქვეყანაში შეიცვალა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენზე უკეთესი კოვიდ მდგომარეობაა. ჯანდაცვის მინისტრები სხვადასხვა საკითხების გამო შეცვალეს: შესყიდვების, არაეფექტური მუშაობის, ჩავარდნების, კორუფციის ნიშნების გამო. ჩვენთან ბევრ სამინისტროში ამ ყველაფრის მთელი ბუკეტია, მაგრამ ცვლილებებს ვერ ვნახულობთ. ალბათ, ასე აწყობთ. ისინი უფრო დამოკიდებულები არიან და ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებენ, რომელიც მთავრობას განსაკუთრებით უყვარს. თუ რომელიმე მინისტრი ამას არ შეასრულებს, ის მინისტრთა კაბინეტში ვერ იმუშავებს.

რაც შეეხება ვის შევცვლიდი, არჩევნების წინ ველოდებოდით რომ მთლიანად მთავრობის ცვლილება მოხდებოდა. კოუალიციურ მთავრობას ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ეს ქვეყისთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა, მათ ასე ჩათვალეს საჭიროდ, რომ ასე ჯობდა. არადა, მომავალი გვანახებდა კოალიციური მთავრობა იქნებოდა უკეთესი, თუ ჯობია, ერთმანეთთან დაპირისპირება და პროცესის ჩიხში შეყვანა ?!

თქვენ რომ პარლამენტში ყოფილიყავით, რომელ მინისტრს რა კითხვას დაუსვამდით?

- კარგი კითხვაა. საკვანძო ყველა მინისტრთან კითხვებია, განსაკუთრებით ეს შეეხება ფინანსთა, ეკონიმიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს. ჯანდაცვის მინისტრს ვკითხავდი კოვიდის მართვასთან და პროგნოზებთან დაკავშირებით. როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ასეთია, რა თქმა უნდა, მთავრობას ბევრი კითხვა უნდა დაუსვა, მათ შორის - რა ხდება საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით? როგორც ხდება უამრავი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, რომლებიც ამ პანდემიის პერიოდში უმუშევრები დარჩნენ? ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში კითხვების მარაგი ამოუწურავია.

სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციას არ აქვს საშუალება კითხვების დასმის. არა იმიტომ, რომ ეს ოპოზიციის ახირებაა, არამედ არასწორ პროცესზე რეაქცია იყო. შესაბამისად, ძალიან ცუდია, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ არის. ბოლოს ვიტყვი იმასაც, რომ ცოტა ოპტიმიზმის დოზა თუ გვაქვს, უნდა ვიფიქროთ, რომ იქნება რაღაცნაირად გარკვეული პოზიციების დაახლოება მოხდეს. ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციული შეთავაზებები იყოს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები.

თქვენ ისე საუბრობთ, რომ შესაძლებელია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ვიხილოთ?

- ამის სურვილი არის. ზოგადად, როგორ შეიძლება, რომ პატარა ქვეყანაში,  სადაც ამდენი პრობლემებია, საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდებოდეს? ვისაც ამის პასუხისმგებლობა აქვს და ასე იფიქრებს, ხომ შეიძლება, რომ პოზიტიური პრეცედენტი შეიქმნას. მაგალითად, რაუნდების მოლოდინი ხომ შეიძლება გავამართლოთ და რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს?! სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება. იმედი შეიძლება იყოს და ვნახოთ, ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა, ეს დრო ლიმიტირებულია და გადაწყვეტილების მიღება სწრაფად უნდა მოხდეს.

MCL გიგი წერეთელო, შენ როგორ იღებ ხმას შე ღორო და ღორის გაზრდილო. შე საკუთარი დედის მხმარებელო. შე მამაშენის ნახმარო. შენს პარტიაში ყველა საკუთარი მამის ნახმარი და ყველა საკუთარი დედის მხმარებელია.
3 წლის უკან
ზურაბი მეხუთე კლასში ვიყავი ეს რომ პარლამენტარი გახდა ახლა უკვე ბაბუა ვარ და ეს კაცი ისევ პარლამენტარია. თანაც თუ გახსოვთ ამის რაიმე გაკეთებული, ლაი,ლაის გარდა?
3 წლის უკან