ინგრედიენტები
700 გრამი საქონლის სტეიკი
230 გრამი ახალი სოკო
2 ცალი საშუალო ხახვი
1 კბილი ნიორი
4 ჭიქა კარაქი
2 ჭიქა საქონლის ბულიონი
2 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი
4 ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა არაჟანი
3 ჭიქა მოხარშული ატრია
მომზადება
საქონლის ხორცი 4 სმ სიგრძის და 1 სმ სისქის ზოლებად დაჭერით.
ტაფაზე კარაქში საშუალო ტემპერატურაზე თუშეთ დაჭრილი სოკო, თხლად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი. ურიეთ დროდადრო, ხახვის დარბილებამდე. გადმოიღეთ ტაფიდან.
საქონლის ხორცი ამავე ტაფაზე დაბრაწვამდე წვით. შეურიეთ 1 ჭიქა ბულიონი, მარილი და ვორჩესტერის სოუსი. აადუღეთ და შეამცირეთ ტემერატურა. დააფარეთ და ადუღეთ 15 წუთით.
დარჩენილი ½ ჭიქა ბულიონი ფქვილში ჩაასხით და შეურიეთ საქონლის ხორცს. დაუმატეთ ხახვისა და სოკოს ნაზავი. აადუღეთ და მუდმივად ურიეთ. ადუღეთ 1 წუთით. შეურიეთ არაჟანი და სანამ ადუღდება გამორთეთ.
მირთმევის წესი: თეფშზე მოალაგეთ მოხარშული ატრია და ზემოდან დაადეთ ხორცის ნაზავი. გემრიელად მიირთვით!