კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, 46-მა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა.
ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა, მათ შორის საჰაერო მიმოსვლა შემდეგმა ქვეყნებმა შეაჩერეს: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, ნიდერლანდები, ბელგია, ნორვეგია, დანია, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, კანადა, ჰონგ-კონგი, ინდოეთი, თურქეთი, ირანი, იორდანია, ისრაელი, საუდის არაბეთი, ომანი, ქუვეითი, ლიბანი, მაროკო, ტუნისი, ალჟირი, სალვადორი, პანამა, პარაგვაი, არგენტინა, ჩილე, პერუ და მავრიტანია.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.