აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების 900 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მიიღო.
ეკონომიკის მხარდამჭერი ზომების ახალ პაკეტს მხარი დაუჭირეს, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის წევრებმა.
აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი შემდეგ ზომებს მოიცავს: 600 დოლარის ოდენობის პირდაპირი ფულადი დახმარება თითოეული მოქალაქისთვის, უმუშევრობის კომპენსაციის კვირაში 300 დოლარით გაზრდა, 20 მილიარდი დოლარის ვაქცინების შესაძენად გამოყოფა, 82 მილიარდი დოლარის სკოლებისა და კოლეჯებისთვის გამოყოფა.
მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის კონგრესმა 3 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკის მხარდამჭერი ზომების ახალი პაკეტი მიიღო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 18 035 209 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 319 364 ადამიანი გარდაიცვალა.