ხორციანი ღვეზელები

ხორციანი ღვეზელები

ინგრედიენტები

600   გრამი ფქვილი

1   ჩ/კ საფუარი

1   ჩ/კ შაქარი

1   ჩ/კ მარილი

50   გრამი მარგარინი

2   ჩ/ჭ თბილი წყალი

400   გრამი მოხარშული საქონლის ხორცი

2  ჩ/ჭ მოხარშული ბრინჯი

2   ცალი მოხარშული კვერცხი

1   თავი ხახვი

50   გრამი კარაქი

გემოვნებით მარილი და პილპილი

მომზადება

ავიღოთ მოზრდილი თასი, მოვათავსოთ ფქვილი და შევურიოთ მას საფუარო. კარგად ავურიოთ კოვზით ან ხელით. შუაგულში მოვათავსოთ მარილი, შაქარი, მარგარინი და წყალი და მოვზილოთ ცომი. შევაზილოთ მას 1ჩ/კ ზეთი და გადავაკრათ პოლიეთილენის პარკი, შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად დაახლოებით 2 სთ.

შიგთასისთვის ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ მოხარშული ხორცი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე კარაქში. დავამატოთ გატარებული ხორცი და გავაგრძელოთ შუშვა. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი და კამა.

გაფუებული ცომი გადმოვიტანოთ ხის დაფაზე. ხელით გავაბრტყელოთ 2 სმ-ის სისქეზე და მოვჭრათ პატარა გუნდები ჭიქით, თანაბარი ზომის ღვეზელები რომ გამოვიდეს. ხელით გავაბრტყელოთ თითოეული და მოვათავსოთ მათზე თითო ჩ/კ შიგთავსი, შევუკრათ პირები და მივცეთ სასურველი ფორმა. გაცხელებულ ღრმა ტაფაში ჩავასხათ ბლომად ზეთი და ჩავალაგოთ ღვეზელები გამოსაცხობად.