აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ორი დღის ფედერალური ბიუჯეტი, რომელსაც მანამდე კონგრესმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
ტრამპის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში ფედერალური მთავრობის დაფინანსების ვადა 25 დეკემბერს ამოიწურებოდა და ქვეყანაში ე.წ. შათდაუნი დაიწყებოდა, რაც გაურკვეველი ვადით ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას გამოიწვევდა. ორი დღის ბიუჯეტის დამტკიცებით, ტრამპმა მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება გამორიცხა.
27 დეკემბერს კონგრესი კვლავ შეეცდება, წლის ბოლომდე გათვლილი ბიუჯეტი დაამტკიცოს. უთანხმოება კონგრესმენებს შორის გამოიწვია კორონავირუსით დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერის პაკეტმა, რომლის მოცულობაც დაახლოებით 900 მილიარდი დოლარი იქნება.