ავღანეთში უმსხვილეს ამერიკულ ავიაბაზა „ბაგრამზე“ სარაკეტო იერიში განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და აეროდრომი არ დაზიანებულა“, - განუცხადეს სააგენტო Pajhwork-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.
ბაგრამის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლის, შაქურ ქუდუსის განცხადებით, ავიაბაზის მიმართულებით 4 რაკეტა იყო გაშვებული. ავღანური პოლიციის ინფორმაციით, მათ კიდევ 6 რაკეტა იპოვეს და გააუვნებელყვეს.