შემწვარი კომში თაფლით

შემწვარი კომში თაფლით

ინგრედიენტები

5   ცალი კომში

120   გრამი ნიგოზი

150   გრამი თაფლი

100   გრამი ქიშმიში

100   გრამი კარაქი

1   ს/კ მზესუმზირის ზეთი

2  ჩ/კ დარიჩინი

2  ჩ/კ ვანილი

მომზადება

კომში გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და შუაგული ამოაჭერით.

თითოეული ნაჭრის შუაგულში 10 გრ კარაქი მოათავსეთ.

ამასობაში, დაჭერით ნიგოზი და ქიშმიშთან და თაფლთან ერთად აურიეთ. დაუმატეთ ½ ჩ/კ დარიჩინი, ½ ჩ/კ ვანილი და კარგად აურიეთ. თითოეული ნაჭერი მიღებული ნაზავით ამოავსეთ.

საცხობ ლანგარს მოუსვით ცხიმი და დაასხით 1 ჭიქა წყალი. მოალაგეთ გამზადებული კომში და 160 ჩ-ზე 40 წუთით ოდნავ შებრაწვამდე აცხვეთ. მიირთვით თბილი. გემრიელია ვანილის ნაყინთან ერთად.