ევროკავშირმა უკრაინაში ინტერვენციისთვის რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.
შემზღუდავი ზომები რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვით სექტორებს ეხება. სანქციები ასევე ვრცელდება ორმაგი დანიშნულების საქონელზე.
ევროკავშირმა აღნიშნული სანქციები რუსეთს 2014 წლის ივლისში დაუწესა. ევროკავშირი მზად არის, სასანქციო რეჟიმი შეამსუბუქოს ან კიდევაც გააუქმოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს.
2014 წლის მარტში უკრაინამ ყირიმის ანექსირება მოახდინა. ყირიმის ანექსიის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და კანადამ რუსეთს სანქციები დაუწესეს.