ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სასანქციო სიაში 29 ფიზიკური პირი და 7 ორგანიზაცია შეიყვანეს.
კერძოდ, სანაქციები დაუწესდა პარლამენტის ზედა პალატის სპიკერს, ნატალია კოჩანოვას, გენერალურ პროკურორს, ანდრეი შვედს, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის მინისტრს, იგორ ლუცკის და ვიცე-პრემიერს, ანატოლი სივაკს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება, 29 ფიზიკურ პირსა და 7 ორგანიზაციას შემზღუდავი ზომები უწესდება“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.