თათარა

თათარა

აღმოსავლეთ საქართველოში ბადაგისაგან თათარას ამზადებენ, ხოლო დასავლეთში ფელამუშს. განსხვავება მხოლოდ ფქვილია: აღმოსავლეთში ბადაგს პურის ფქვილს უმატებენ, ხოლო დასავლეთში სიმინდის ფქვილს. ფელამუშის გაკეთება ასევე შესაძლებელია სიმინდისა და პურის ფქვილის თანაბარი ნაზავისგანაც.

ინგრედიენტები

1   ლიტრი ბადაგი

200   გრამი ფქვილი

2   ს/კ შაქარი

ნიგვზის ლებნები მოსართავად

მომზადება

ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით ჩაუმატეთ ბადაგის ნახევარი და თან ხის კოვზით მუდმივად ურიეთ. შემდეგ კი გამოიყენეთ ხელის ბლენდერი, ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

დარჩენილი ბადაგი თუჯის ქვაბში ჩაასხით. თანდათანობით ჩაუმატეთ ფქვილიანი მასა და კარგად შეურიეთ. დადგით მაღალ ცეცხლზე, წამოადუღეთ და მუდმივად ურიეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ კიდევ 8-10 წუთით. ამ დროის განმავლობაში თათარა უნდა გასქელდეს. გასინჯეთ, რომ ფქვილის გემო არ დაჰკრავდეს.

მომზადებული თათარა გადმოდგით ცეცხლიდან და თეფშებზე მაშინვე გადაანაწილეთ. სურვილისამებრ, გააფორმეთ ნიგვზის ლებნებით და გემრიელად მიირთვით! შეგიძლიათ მიირთვათ ცხელიც და ცივიც.