ინგრედიენტები
150 გრამი ბადექონი
500 გრამი საქონლის ხორცის ფარში
500 გრამი ღორის ხორცის ფარში
1 კონა ოხრახუში
1 კონა ქინძი
1 ცალი ბულგარული წიწაკა
2 თავი ხახვი
2 ჭიქა ბროწეული, ან გემოვნებით
1 ჩ/კ ხმელი ქონდარი
2 ჩ/კ წითელი წიწაკა
4 ჩ/კ შავი პილპილი
4 კბილი ნიორი
მარილი გემოვნებით
მომზადება
ფარში თასში მოათავსეთ და დაუმატეთ დანაყილი ნიორი, ბროწეული და სუნელები. შეაზავეთ მარილით და კარგად აურიეთ.
მწვანილები წვრილად, ხახვი თხლად, ხოლო ბულგარული რგოლებად დაჭერით.
საჭრელ დაფაზე გაშალეთ ბადექონი, ზედ შიგთავსი მოათავსეთ და ისე გადაახვიეთ, რომ ბადე არ გაიხეს.
შეგიძლიათ, შეწვათ ღუმელში ან ტაფაზე. წვით დაბალ ცეცხლზე ორივე მხარეს.
როცა აფხაზურა მზად იქნება, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილები, ხახვი და ბულგარული წიწაკა. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით. მიირთვით ცხელი.