ინგრედიენტები
2 კგ. შერეული ფარში
3 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 ჩ/კ ხმელი ქონდარი
1 ჩ/კ ხმელი ქინძი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
კოწახური გემოვნებით
მარილი და პილპილი
ღორის ნაწლავი საჭირო რაოდენობით
მომზადება
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხახვი და ნიორი.
ფარშთან ერთად თასში გადაიტანეთ და დაუმატეთ კოწახური, ქინძი, უცხო სუნელი და ქონდარი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
ნაზავი უფრო რბილი და წვნიანი რომ გამოვიდეს ცოტაოდენი ხორცის ბულიონი შეურიეთ. ნაწლავები კარგად გარეცხეთ.
მიღებული ფარშის ნაზავი ნაწლავებში ძაბრის დახმარებით გადაიტანეთ და ბოლოები შეუკარით. შეწვით ტაფაზე. მიირთვით ცხელი.