წითელი ბლინები

წითელი ბლინები

ინგრედიენტები

140   გრამი მოხარშული ჭარხალი

220   მლ. რძე

200   მლ. შუშხუნა მინერალური წყალი

2   ცალი კვერცხი

მწიკვი მარილი

2   ჩ/კ შაქარი, ან გემოვნებით

2   ს/კ მზესუმზირის ზეთი

160   გრამი ფქვილი

ზეთი შესაწვავად

არაჟანი მირთმევისას

მომზადება

მოხარშული ჭარხალი კარგად დააბლენდერეთ. დაუმატეთ რძე, წყალი და ათქვიფეთ.

საშუალო თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ ჭარხლის ნაზავს ზეთთან ერთად და კარგად შეურიეთ.

შეურიეთ ფქვილი. გააკეთეთ ცომი და 10 წუთით გააჩერეთ.

ამასობაში, გააცხელეთ ტაფა და შეწვით თხელი ბლინები.

მიირთვით არაჟანთან ერთად.