ინგრედიენტები
2 ჭიქა კარტოფილი
3 ჭიქა დაჭრილი ნიახური
3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
4 ჭიქა დაჭრილი მოხარშული ლორი
4 ჭიქა წყალი
2 ს/კ ქათმის ბულიონის გრანულები
2 ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
1 ჩ/კ დაფქული თეთრი ან შავი პილპილი
5 ს/კ კარაქი
5 ს/კ ფქვილი
2 ჭიქა რძე
მომზადება
ღრმა ქვაბში აურიეთ გათლილი და დაჭრილი კარტოფილი, ნიახური, ხახვი, ლორი და წყალი. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ საშუალო ტემპერატურაზე ხარშეთ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება, დაახლოებით 10–15 წუთით. შეურიეთ ქათმის ბულიონი, მარილი და პილპილი.
მეორე ქვაბში, საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე გაადნეთ კარაქი. ჩანგლით ფქვილი შეათქვიფეთ და ადუღეთ, გასქელებამდე გამუდმებით ურიეთ, დაახლოებით 1 წუთით. ნელ–ნელა მთლიანად შეურიეთ რძე, ისე რომ პატარა კოლტები არ წარმოიშვას. განაგრძეთ მორევა საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე, სანამ გასქელდება, 4–5 წუთით.
რძის ნაზავი მაღალ ქვაბში გადაიტანეთ. სუპი კარგად მოხარშვამდე ადუღეთ. მიირთვით ცხელი.