საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის მიმოხილვა იყო. ამ მიზნით შეხვედრაზე მხარეებმა გასული და მომავალი წლების სამხედრო დახმარების პროექტები და მათი ფინანსური ასპექტები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე და აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ევროპისა და აფრიკის რეგიონალური დირექტორი თომას ქეითლი ესწრებოდნენ.