იტალიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

იტალიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

დღეს, თავდაცვის სამინისტროს საქართველოში აკრედიტებული იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი და სამხედრო ატაშე კონტრ-ადმირალი ემანუელ ბოტაზი ეწვივნენ. იტალიელი დიპლომატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძემ მიიღო. დღესვე, მათ თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან გამართეს შეხვედრა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე და ISAF-ის მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ძნელაძემ იტალიელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ლევან დოლიძე იტალიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერეპქტივების შესახებ ესაუბრა.