შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი ტარდება. სწავლება NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) 20 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს.

ზამთრის კურსი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 19-მა სამხედრო მოსამსახურემ: უკრაინის და პოლონეთის ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან მივლინებულმა მსმენელებმა გაიარეს. წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა და თავდაპირველად კურსზე მივლინებული სამხედრო მოსამსახურეებს აბულის სამთო პოლიგონზე მაღალ მთაში სროლის სწავლება ჩაუტარდათ. კურსის მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სროლები ზღვის დონიდან 3000 მეტრზე წარმოებდა.

სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობდნენ. საკვალიფიკაციო სროლების დროს თითოეული სამხედროს ცოდნა შეფასდა. მათ შესაბამისი ქულები მიენიჭათ.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსზე მივლინებულ მსმენელებს უკვე გავლილი აქვთ სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი. წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომ კურსებს გაივლიან.