თავდაცვის მინისტრის კომენტარი

თავდაცვის მინისტრის კომენტარი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი პრემიერთან ორი დღის წინ. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა -თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა, დამატებითი - ვიცე-პრემიერის ფუნქციები.

ამ გადაწყვეტილებას მეც მივესალმები და არ მინდა ვინმემ არასწორი დასკვნები ან ინსინუაციები გააკეთოს. ეს იყო შიდა საუბარი მთავრობაში. ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც მისაღებია პირველ რიგში ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებულები ვიყოთ თავდაცვის რეფორმაზე, აღმშენებლობაზე. ეს იყო ჯანსაღი საუბარი, რაც უნდა იყოს ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის. მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამაზე საუბარს. არანაირი გაუგებრობა, ყველა კითხვა მოხსნილია. აქედან გამომდინარე, გაგრძელდება მუშაობა და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით თავდაცვის რეფორმების განხორციელება.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.