ბროკოლის კრემ–სუპი

ბროკოლის კრემ–სუპი

ინგრედიენტები

8   ჭიქა ბროკოლის ყვავილი

2   ჭიქა ქათმის ბულიონი

1   ჭიქა ასათქვეფი ნაღები

4   ჩ/კ ასათქვეფი ნაღები

3   ს/კ უმარილო კარაქი

დაფქული პილპილი

მომზადება

ბროკოლი დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ. ხარშეთ დარბილებამდე, მაგრამ ისევ მკვეთრი მწვანე ფერის შენარჩუნებამდე, დაახლოებით 5 წუთით. გადაწურეთ და 4 ცალი ყვავილი მოსართავად შეინახეთ.

ქათმის ბულიონი და 1 ჭიქა ასათქვეფი ნაღები ღრმა ქვაბში მოათავსეთ და აადუღეთ. ბლენდერში ბროკოლი, ბულიონის ნაზავი და კარაქი ნაწილ–ნაწილ ათქვიფეთ (თითო დამატებაზე დაახლოებით 45 წამით). მიღებული პიურე იმავე ქვაბში ჩაასხით. წვნიანი მარილითა და პილპილით შეაზავეთ.

აადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე. შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი. გადაანაწილეთ 4 თასში და თითოეული 1 ჩ/კ ნაღებითა და გადანახული მოხარშული ბროკოლის ყვავილით მორთეთ.