ქათმის სუპი სანელებლებით

ქათმის სუპი სანელებლებით

ინგრედიენტები

ქერი ("პერლოვკა") - 1/2 ჭიქა

მოხარშული ან შემწვარი ქათმის ხორცი - 500 გ

მარილი და პილპილი

ბულიონი - 6 ჭიქა

დაფქული ჯანჯაფილი - 1/2 ჩ.კ

კურკუმა - 1 ჩ.კ

ძირა - 1/2 ჩ.კ

ნიორი - 2-3 კბილი

ხახვი - 1 თავი

ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ

ქინძი

ოხრახუში

ლიმონის წვენი - 3-4 ს.კ

1 ლიმონის ცედრა

მომზადების წესები

ზეითუნის ზეთში მოშუშეტ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. დაამატეთ კურკუმა, ძირა, დაფქული ჯანჯაფილი და კიდევ 1 წუთი შუშეთ.

დაამატეთ ბულიონი,  ლიმონის წვენი და ცედრა. წამოადუღეთ დაამატეთ ქერი.  ხარშეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ქერი არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ  წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი, მწვანილი, მარილი და პილპილი.  სუპი მზადაა.