წითელი მხალი ქინძითა და ძმრით

წითელი მხალი ქინძითა და ძმრით

ინგრედიენტები

ჭარხლის ფოთლები - 1 კონა (500გ)

ხახვი - 1 დიდი თავი

ნიორი - 4 კბილი

ქინძი - 1 კონა

მარილი და წიწაკა

წითელი ღვინის ძმარი

ზეთი - მოსაშუშად

მომზადების წესები

მხალი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ.

წვრილად დავჭრათ ხახვი და ზეთში მოვშუშოთ 1-2 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ მხალი, დავასხათ 1 ს.კ. წყალი, დავახუროთ სახურავი და ცეცხლს დავუწიოთ.

როცა მხალი დარბილდება, დავუმატოთ მარილი, ქინძი, დანაყილი წიწაკა, ნიორი და ძმარი. შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი.