მექსიკის სენატმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პრეზიდენტი ხელშეუხებლობის იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებს.
კანონპროექტს ხმა 89 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 23 გამოვიდა. ახალი კანონმდებლობით, სახელმწიფოს მეთაური სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაძლოა პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე მისცენ.