ინგრედიენტები
მზა ცომი - 500 გრ
ვაშლი - 2 ცალი
კარაქი - 20 გრ
შაქარი - 80 გრ
წყალი - 1 ჩკ
მომზადების წესები
მზა ცომი დადეთ სამუშაო დაფაზე, დაჭერით ვაშლი წვრილად, გახსენით კარაქი ტაფაში. დაამატეთ ვაშლი და აურიეთ საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ შაქარი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, 8 წუთის განმავლობაში.
გააბრტყელეთ ცომის ფენები, განათავსეთ ერთი ფენა საცხობ ფორმაზე მოთავსებულ ქაღალდზე.
განათავსეთ თბილი და არა ცხელი, შაქრით შემწვარი ვაშლი ცომის ფენაზე და თანაბრად გაანაწილეთ.
ვაშლებზე მოათავსეთ ცომის მზა ფენა. ცომის კიდეები შეაერთეთ და თითებით ან ჩანგლით მჭიდროდ დაამაგრეთ, რომ გამოცხობისას შიგთავსი არ გადმოიღვაროს.
ათქვიფეთ კვერცხი და 1 ჩ.კ. წყალი, გადაუსვით ცომს და აცხვეთ 180 ° ჩ ტემპერატურაზე, 12-15 წუთის განმავლობაში. მიირთვით თბილი.