უმარტივესი შოკოლადის ნამცხვარი მხოლოდ 6 წუთში - მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ

უმარტივესი შოკოლადის ნამცხვარი მხოლოდ 6 წუთში - მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ

ამ რეცეპტით ნამცხვარი ცხვება 3 წუთში მიკროტალღურ ღუმელში. თუკი ჩვეულებრივ ღუმელში გსურთ გამოცხობა, 180 გრადუსზე 30-40 წუთი დასჭირდება.

ინგრედიენტები

ნამცხვარი

ფქვილი - 220 გ

კაკაო - 30 გ

გამაფხვიერებელი - 10 გ

შაქარი - 130 გ

ზეთი - 100 მლ

თბილი წყალი - 300 მლ

მინანქარი

შოკოლადი - 150 გ

ზეთი - 3-4 სკ

მიწისთხილი

მომზადების წესები

ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი გაცერით, დაუმატეთ შაქარი, ზეთი და თბილი წყალი. კარგად გათქვიფეთ.

ეს მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (ჩვენთან 16X26 სმ) და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3 წუთით.

გამომცხვარ ბისკვიტს თავი გადაუსწორეთ და მოასხით მინანქარი (შოკოლადი გაადნეთ, დაუმატეთ ზეთი და კარგად ამოურიეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ მიწისთხილი).