ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.
ჯო ბაიდენმა ასევე წარადგინა კანდიდატურები სხვა თანამდებობებზე. კერძოდ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენმა ალეხანდრო მაიორკასას კანდიდატურა წარადგინა, ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე - ევრილ ჰეინსის კანდიდატურა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის პოსტზე - ჯეიკ სალივანის კანდიდატურა, გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე - ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურა, ხოლო კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელად კი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი წარადგინა.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.