ინგრედიენტები
ხმელი ბაზილიკი - 1 ჩ/კ
სალათის ფოთლები - 2 კონა
თეთრი პური - 4 ნაჭერი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მოხარშული ქათმის ფილე - 2 ნაჭერი
ხახვი - 1 თავი (ალყა-ალყა დაჭრილი)
პომიდორი - 2 ცალი
სოუსი:
კვერცხის გული - 2 ცალი
მდოგვი - 1 ჩ/კ
ზეითუნის ზეთი - 150 მლ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
დანაყილი ნიორი - 1 კბილი
მარილი და პილპილი
პარმეზანი, გახეხილი - 50 გ + 2 ს/კ მოსაყრელად
მომზადების წესები
ავთქვიფოთ მარილი, მდოგვი და კვერცხის გული, წვრილი ნაკადით ვუმატოთ ზეთი და თან ვთქვიფოთ.
როცა მასა შესქელდება, დავუმატოთ სოუსის დანარჩენი ინგრედიენტები.
2 ს.კ. ზეთში შევბრაწოთ პური და მოვაყაროთ ბაზილიკი.
სალათის ფოთლები დავაქუცმაცოთ, ზედ დავაწყოთ დაჭრილი პამიდორი, ქათმის
ხორცი, შებრაწული პური, ხახვი, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ პარმეზანი.