ინგრედიენტები
ცხელი წყალი - 200 მლ
ცივი რძე - 100 მლ
საფუარი - 1 სკ
შაქარი - 1 სკ
მწიკვი მარილი
ზეთი - 100 გრ
ფქვილი - 600 გრ
ჯემი – ნებისმიერი
მომზადების წესები
ცხელი წყალს დაამატეთ ცივი რძე, საფუარი, შაქარი. გახსენით ყველაფერი კარგად და დააფარეთ თავსახური, დავტოვეთ სანამ არ ამოფუვდება. დაამატეთ ცოტა მარილი, ზეთი და ფქვილი. მოზილეთ ცომი ისე, რომ ხელზე არ გეკრობოდეთ. დადეთ ცომი ამოსაფუებლად.
გაყავით ცომი 10 ტოლ ნაწილად და კიდევ 10 წუთით გააჩერეთ. გააბრტყელეთ ათივე გუნდა 20 სმ სიგანეზე. წაუსვით ფუნჯით ზეთი თითოეულ გაბრტყელებულ ცომს. შემდეგ, ერთმანეთზე დალაგებული ცომი გადმოაბრუნეთ და გააბრტყელეთ მაქსიმალურად, დაახლოებით 5 მმ სისქემდე. დაჭერით 16 ნაწილად და კუთხეებში 1 ჩ.კ ჯემი დადეთ. გადაახვიეთ და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
ზემოდან გადაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ დაბალ გაზზე დაახლოებით 35 - 40 წუთით.