აზერბაიჯანულმა სამხედრო ნაწილებმა აგდამი დაიკავეს

აზერბაიჯანულმა სამხედრო ნაწილებმა აგდამი დაიკავეს

აზერბაიჯანის საჯარისო ნაწილები აგდამის რაიონში შევიდნენ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

აგდამი ერთ-ერთია იმ რაიონებიდან, რომელიც სომხურ ჯარებს სამშვიდობო შეთანხმებით უნდა დაეტოვებინათ. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას სომხეთის პრემიერი 10 ნოემბერს დათანხმდა, რის გამოც ოპოზიცია მის გადადგომას მოითხოვს.

ნიკოლ ფაშინიანს აზერბაიჯანთან კაპიტულაციაში ადანაშაულებენ.