„თამაშდება „ტრამპის გამბიტი“ და როგორც გვირჩიეს, დავტკბეთ შოუთი“

„თამაშდება „ტრამპის გამბიტი“ და როგორც გვირჩიეს, დავტკბეთ შოუთი“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა არ გამორიცხავს, რომ ბაიდენს მოუწიოს ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვა, რასაც მისი ბანაკი ამერიკული დემოკრატიის გაფრთხილებით და თავისუფალი არჩევნების სიძვირფასით ახსნის. პოლიტოლოგის განცხადებით, არსებობს სამი ვარიანტი, რომლის დროსაც ტრამპი ვერ იქნება პრეზიდენტი მეორე ვადით – გარდაცვალების შემთხვევში, თუ აღიარებს თავად მარცხს და თუ აშშ–ს უზენაესი სასამართლო არ იქნება ობიექტური. ყველა სხვა ვარიანტით, მისი თქმით, ტრამპი ისევ პრეზიდენტია.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბარა.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი კვირა გავიდა და გამარჯვებულის გამოვლენა ჯერ არ მომხდარა, თუმცა მედია ბაიდენს ასახელებს გამარჯვებულად, განსხვავებული პოზიცია აქვს მოქმედ პრეზიდენტს და მის მომხრეებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ არჩევნები გაყალბდა. რა მოხდა რეალურად ამ არჩევნებზე?

ირაკლი გოგავა: ტრამპის მხარეს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და სამართლებრივ დავაშია შემდეგ შტატებში: ვისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, არიზონა, ჯორჯია, ნევადა. 8 დეკემბრამდე სამართლებრივი დავები უნდა გაირჩეს და სასამართლოებმა გადაწყვეტილება გამოიტანონ. 14 დეკემბერს კი საარჩევნო კოლეგიის 538 ხმოსანი იკრიბება და ირჩევს აშშ–ს პრეზიდენტს. ამერიკის პრეზიდენტს ხმოსნები ირჩევენ, ხმოსნებს კი ცალკეული შტატის კონგრესი წარადგენს.

ჰოდა, ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს არ აქვს მოგროვებული გამარჯვებისთვის აუცილებელი 270 ხმა. მიმდინარეობს სასამართლო გარჩევები და ხმების გადათვლის და ბიულეტენების გადამოწმების პროცესები ზემოთ დასახელებულ შტატებში. მედიას რაც შეეხება, ის მიკერძოებულია და გამარჯვებულის ვადაზე ადრე გამოცხადება ტრამპის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის ნაწილად უნდა აღვიქვათ. მედიის ძირითადი ნაწილი ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგი იყო და სუპერ მდიდრების მფლობელობაშია.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები აშშ–ში? რა მოხდება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ შტატებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ამ შტატებში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი?

ამერიკის საარჩევნო სისტემის მიხედვით, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიის ხმოსნები ირჩევენ, ვისაც ცალკეული შტატების კონგრესები ნიშნავენ. თუ შტატის არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, შტატის კონგრესი თავად დანიშნავს ხმოსნებს არჩევნების შედეგების გაუთვალისწინებლად. ზემოთ ჩამოთვლილი 6 შტატიდან პირველი ხუთი შტატის კონგრესში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ყავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმოსნებს სწორედ რესპუბლიკელები დანიშნავენ.

„ვარიანტი მეორე“ – რა მოხდება თუ ზოგიერთი შტატის კონგრესი ვერ ან არ დანიშნავს ხმოსნებს და ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმას ან ხმოსნების თანაფარდობა 269/269 იქნება (ასეთი ვარიანტიც შესაძლებელია)? – ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს ირჩევს აშშ–ს ქვედა პალატა, ხოლო ვიცე პრეზიდენტს კი სენატი. სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ჰყავთ, ქვედა პალატაში კი დემოკრატებს.

თუმცა, აშშ–ს კონსიტუტციით, პრეზიდენტის არჩევა ხდება არა ქვედა პალატის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არამედ პრინციპით: ერთი შტატი – ერთი ხმა. ეს კი ნიშნავს, რომ შტატის კონგრესმენთა დელეგაცია ცაკლე შეიკრიბება, კენჭს უყრის სასურველ კანდიდატს და მათ ექნებათ ერთი ხმა. მსგავსი კენჭისყრის გამართვის შემთხვევაში, ქვედა პალატაში დღეს რესპუბლიკელებს აქვთ უპირატესობა 26–24.

გამოდის, რომ ტრამპის გუნდი ამ სცენარებისთვის ემზადებოდა?!

– ამ სცენარებისთვის ტრამპის გუნდი მინიმუმ ორი წელი ემზადებოდა. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ „დომინიონის“ ხმის დამთვლელი მანქანებით და „სმარტმატიკის“ კომპიუტერული პროგრამით მოხდებოდა ჩარევა არჩევნებში. ის ფაქტი, რომ „სმარტმატიკის“ მესვეური სოროსის საინვესტიციო ფონდის ვიცე–პრეზიდენტი ლორდი ბრაუნი იყო, მე ვიცოდი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. ცხადია, რომ ტრამპის გუნდს ამ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა.

ისიც იცოდნენ, რომ ფოსტით დაგზავნილი ბიულეტენები საჯილდაო გახდებოდა და აქაც ჩაიდო დაცვის მექანიზმები. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მიუკერძოებელი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას, რაც მოხერხდა მოსამართლე კავანოს და მოსამართლე ბარეტის დამტკიცებით. აშშ–ს უზენაეს სასამრთლოში 6 კონსერვატორი წევრია და 3 ლიბერალი. პრეზიდენტის არჩევნები ფედერალური საქმეა და ბოლო სიტყვა აშშ-ს უზენაეს სასამართლოს ეკუთვნის, თუ შტატების სასამართლოებში მოხდა შეფერხება.

შეიძლება ტრამპი ვერ გახდეს პრეზიდენტი?

– არსებობს სამი ვარიანტი, რომლის დროსაც ტრამპი ვერ იქნება პრეზიდენტი მეორე ვადით – გარდაცვალების შემთხვევში, თუ აღიარებს თავად მარცხს და თუ აშშ–ს უზენაესი სასამართლო არ იქნება ობიექტური. ყველა სხვა ვარიანტით ტრამპი ისევ პრეზიდენტია. ასე რომ, თამაშდება „ტრამპის გამბიტი“ და როგორც გვირჩიეს, დავტკბეთ შოუთი. შესაძლებელია თუ არა მოხდეს მოულოდნელობები? რა თქმა უნდა, ამიტომაც უფრო აზარტულია ამ ყველაფრისთვის თვალყურის დევნება.

ვინ უჭერს მხარს ტრამპს?

– როდესაც ლიდერს ხალხის მხარდაჭერა აქვს, მისი შეჩერება ძალიან რთულია. ხალხში მისი მხარდაჭერა ძალიან მაღალია. პოლიციის, ეროვნული გვარდიის და არმიის პირადი შემადგენლობის უმრავლესობა მას უჭერს მხარს. 14 ნოემბერს მისმა მომხრეებმ ადიდი აქცია ჩაატარეს ვაშინგტონში. აქ საინტერესო ის იყო, რომ ამ აქციის ორგანზიებაში თავად ტრამპი ან რესპუბლიკური პარტია არ მონაწილეობდა და ხალხი თავსით ჩამოვიდა დედაქალაქში.

ფრიომ პლაზაზე გაიმართა ძირითადი აქცია, რომლის ფართობი 80,000 კვ.მ. და საკმაოდ მაღალი სიმჭიდროვე იყო პიკის დროს, ვფიქრობ 3–4 კაცი ერთ კვ,მ–ზე ანუ პიკის დროს, მინიმუმ, 240,000 ადამიანი იდგა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპის მოწოდების და ორგანიზიების შემთხვევაში, მილიონი ადამიანი უპრობლემოდ მოიყრის თავს ვაშინგტონში თავისი პრეზიდენტის მხარდასაჭერად. ეს კი სერიოზული ძალაა ქალაქში, სადაც მოსახლეობა სულ 700,000 კაცია.

დემოკრატებს და ბაიდენის შტაბს რა გეგმები აქვთ?

– „აწვებიან პირველ ჩვენებას“. თუ გაუვათ ხომ კარგი, მაგრამ არა მგონია. ტრამპმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა რამდენიმე დღის წინ და ამ პოსტზე პენტაგონის ანტიტერორისტული ცენტირ მეთაური გენერალი კრისტოფერ მილერი დანიშნა. მას პოლიტიკის დარგში თანაშემწედ დაუნიშნა ბრიგადის გენერალი ენტონი ტატა, რომელიც ცნობილია მისი აგრესიული დამოკიდებულებით პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტების და ზოგიერთი სადაზვერვო სტრუქტურის მიმართ. ამ დანიშვნებმა აშკარად დაბნეულობა გამოიწვია ბაიდენის ბანაკში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღიად მხოლოდ ბრძოლის მცირე ნაწილს ვხედავთ, უფრო დიდი ბრძოლა ხალიჩის ქვეშ მიმდინარეობს. ეს მსოფლიო მაშტაბის ომია.

რას უნდა ველოდოთ?

– არ გამოვრიცხავ, რომ ბაიდენს მოუწიოს ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვა, რასაც მისი ბანაკი ამერიკული დემოკრატიის გაფრთხილებით და თავისუფალი არჩევნების სიძვირფასით ახსნის. ეს არ იქნება ცუდი ვარიანტი, სახეს შეინარჩუნებს ეს ძალა მოკლევადიანად. თუ ასე მოხდა, ეს უდავოდ შეთანხმების საგანი იქნება და ყველაფერი შეთანხმდება. მათ შორის პასუხსაგები პირების ვინაობაც ცალკეულ საარჩევნო გადაცდომებზე.

თუმცა ამის შემდეგ დემოკრატიული პარტია დაიშლება და ამას პარტიის განახლებას და რეფორმას დაარქმევენ. თუ ვერ შეთანხმდენენ ასეთ სცენარზე, მაშინ მხოლოდ მკაცრი ზომების მიღება გახდება საჭირო. ხალხის მასების, ეროვნული გვარდიის და შესაძლოა, არმიის გამოყენებითაც. ტრამპს და რესპუბლიკელებს კარგად ესმით, რომ ეს მათი ბოლო ბრძოლაა. აღსანიშნავია, რომ მათ შეინარჩუნეს ერთიანობა და ტრამპს მხოლოდ სენატორმა მიტ რომნიმ და კონგრესმენმა ადამ კინცინჯერმა უღალატა.

trampi შენს პირს შაქარი ...
.მე მჯერა ჩემი სეხნიიის
4 წლის უკან
trampi აფსუსსსსსსს.......რა საიტი იყოოოოოოოო..................დუღდა აქ ყველაფერი, დუღდა
ეხლა კი აქ პოსტის დამდები კი არა, ამ საიტს წამკითხველ ---მომკითხველიც აღარ დარჩა....
რა ძალა ედგააათ??
ვიცი ამ სიტყვებზე ეხლა გამიბრაზდება ამ საიტის დირეხხხხხხხხხხხხხხხხხხხხტორი, ამიტომ იმ ანეგდოტისა არ იყოს, მეგრელზე როა......მეც ისე ვიტყვი....... მომაბოლეთ ბატონო, მომაბოლეთ ........ დიდებული საიტია, დიდებული
კი ვიტყვი ასე მაგრამ.................. ჩემი ასე თქმა საქმეს უშველიიის?
აღარააა ეს ის თამრო, აღარ...... და თუ გინდათ შეეეეკითხეთ.......... თაანაც რამდენჯერაც გინდათ
ჰასკაცაააა
4 წლის უკან