ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაბლოკვას განაგრძობს, კორონავირუსს უფრო მეტი ამერიკელი შეიძლება ემსხვერპლოს.
„ვირუსს უფრო მეტი ამერიკელი შეიძლება ემსხვერპლოს, თუ კოორდინაცია არ იქნება. როგორ განვახორციელებთ 300 მილიონი ამერიკელის ვაქცინაციას? რა გეგმა გვაქვს? ამას კოორდინაცია სჭირდება. თუ 20 იანვრამდე მოგვიწევს ლოდინი, რათა დაგეგმვა დავიწყოთ, დროს დავკარგავთ. ამიტომაც აუცილებელია კოორდინაცია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც საჭირო ხმების რაოდენობას (270)აღემატება.