დავით ქართველიშვილი: როდესაც სენატორი შაჰინი ტრადიციულად უხეშად ერევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, მახსენდება მისი უშუალო ხელმძღვანელი, სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც წლების განმავლობაში კრიმინალით იყო დაკავებული

დავით ქართველიშვილი: როდესაც სენატორი შაჰინი ტრადიციულად უხეშად ერევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, მახსენდება მისი უშუალო ხელმძღვანელი, სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც წლების განმავლობაში კრიმინალით იყო დაკავებული

"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომელშიც შაჰინი აცხადებს, რომ "გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის." 

ქართველიშვილის თქმით, მას ახსენდება სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც წლების განმავლობაში კრიმინალით იყო დაკავებული და ჯინ შაჰინის უშუალო ხელმძღვანელი იყო, მისი საქმიანობის შესახებ კი შაჰინმა "არ იცოდა". მისივე განცხადებით, სენატორმა არც ახლა "იცის", თორემ მისთვის ჩვეული "სამართლიანობით" და "მიუკერძოებლობით" ერთ განცხადებას მაინც არა შორეული საქართველოს გიორგი ბაჩიაშვილს, არამედ მშობლიური ჯორჯიის ბობ მენენდესს მიუძღვნიდა.

"როდესაც სენატორი ჯინ შაჰინი არ იშლის თავისას და ტრადიციულად უხეშად ერევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში და ფულის გათეთრებაში ბრალდებული პირის დაცვას ცდილობს - მე სულ სხვა ჯინ შაჰინი მახსენდება. მახსენდება აშშ-ს სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი, რომლის უშუალო ხელმძღვანელი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ბობ მენენდესი წლების განმავლობაში კრიმინალით იყო დაკავებული მის "ცხვირწინ", ხოლო ჯინ შაჰინმა ამის შესახებ "არ იცოდა".

"არ იცოდა" მაშინაც, როდესაც აშშ-ს სასამართლომ ბობ მენენდესი 16 (!) ფედერალურ მუხლით განაჩენი გამოუტანა, მათ შორის:

✅ 2 ეპიზოდი ქრთამის აღებისა

✅ 3 ეპიზოდი ქსელური თაღლითობისა (wire fraud)

✅ 3 ეპიზოდი გამოძალვისა (extortion)

✅ 1 ეპიზოდი მართლმსაჯულებაში ჩარევის (obstruction of justice)

✅ 1 ეპიზოდი უცხო ქვეყნის აგენტად უკანონოდ მოქმედებისა

✅ 7 ეპიზოდი შეთქმულებისა (conspiracy):

✅ შეთქმულება უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედებისთვის

✅ შეთქმულება ქრთამის მისაღებად

✅ შეთქმულება ქსელური თაღლითობის ჩასადენად

✅ შეთქმულება გამოძალვისთვის

✅ შეთქმულება მართლმსაჯულების ხელშეშლის
 მიზნით (3 ეპიზოდი)
"

არ იცოდა" ჯინ შაჰინმა ამის შესახებ და არც ახლა "იცის", თორემ მისთვის ჩვეული "სამართლიანობით" და "მიუკერძოებლობით" ერთ განცხადებას მაინც არა შორეული "ჯორჯიის" გიორგი ბაჩიაშვილს - არამედ მშობლიური "ჯორჯიის" ბობ მენენდესს მიუძღვნიდა თემაზე: "რა არის კანონი და როგორ უნდა დაიცვა იგი"..." - წერს დავით ქართველიშვილი  სოციალურ ქსელში.