ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არც ერთი მისი შვილი ქვეყნის პრეზიდენტი არ გახდება.
„პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არც ერთი ჩემი შვილი პრეზიდენტი არ გახდება. ვიმეორებ, არც ერთი შვილი“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.