უნგრეთის მთავრობამ საკონსტიტუციო ცვლილება მოამზადა, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანას აკრძალავს

უნგრეთის მთავრობამ საკონსტიტუციო ცვლილება მოამზადა, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანას აკრძალავს

უნგრეთის მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება მოამზადა, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანას აკრძალავს.

საკონსტიტუციო ცვლილების ტექსტში ნათქვამია, რომ „დედა ქალია, ხოლო მამა კი კაცი“ და მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს ეძლევათ ბავშვის აყვანის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ერთნაირსექსიანი წყვილების ქორწინება უნგრეთში კანონით აკრძალულია, თუმცა ბავშვის აყვანა შესაძლებელია, თუ ამას ერთ-ერთი პარტნიორი ცალკე ითხოვს.

საკონსტიტუციო კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვები გენდერული როლის ქრისტიანული ინტერპრეტაციით უნდა აღიზარდონ.

„ბავშვებმა განათლება უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობაზე დაფუძნებული ღირებულებებით და ქრისტიანული კულტურით უნდა მიიღონ“, - წერია კანონპროექტში.